ლანჩხუთის რაიონის ხაჯალიის საჯარო სკოლაში, მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილი აღნიშნეს.
სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს, კლასის დამრიგებელ იუნონა ბარამიძეს და მუსიკის მასწავლებელ სალომე გურგენიძეს მადლობას უხდის ამ დღის ასე ლამაზად აღნიშვნისთვის.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.