ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ჩატარდა
09-04-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ჩატარდა, რომელშიც VII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მათ, თავიანთ ხელმძღვანელ დალი ხეცურიანთან ერთად წაიკითხეს ლექსები, ამონარიდები იმდროინდელი პრესიდან, მოისმინეს სიმღერა „სალაღობო“ ლელა ვეფხვაძის შესრულებით.

თვალსაჩინო მასალად გამოყენებული იქნა ნაწყვეტები დოკუმენტური ფილმიდან „9 აპრილი“, ამობეჭდილი ფოტო-მასალა წიგნიდან „9 აპრილი“. ღონისძიება დასრულდა სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“-ს მოსმენით.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან,  საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203