შუა ამაღლების საჯარო სკოლაში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს
09-04-2019

ჩოხატაურის რაიონ შუა ამაღლების საჯარო სკოლაში, 9 აპრილს გარდაცვლილ გმირებს მოსწავლეებმა ანთებული სანთლებით პატივი მიაგეს.

დიდ ეკრანზე უყურეს ჯემალ სეფიაშვილის ცნობილ სიმღერაზე გადაღებულ ვიდეორგოლს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის ტრაგიკული წამები რაც მაშინ ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში გადაიტანა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203