მარნეულის მუნიციპალიტეტის, ხოჯორნის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - ,,9 აპრილი დამოუკიდებლობისთვის გადადგმული ნაბიჯები“ გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე პრეზენტაცია ჩაატარეს.
სკოლის დირექტორმა რიმა გარიბიანმა და მასწავლებლებმა - ანარ შარიფოვმა და ლევონ გარიბიანმა 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები