თბილისის 208-ე სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნეს
09-04-2019

თბილისის 208-ე საჯარო სკოლაში პედაგოგებმა ეკატერინე ბუზალაძემ და ქეთევან მიქიაშვილმა მეშვიდე კლასის თანხლებით 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღნიშნეს.

საღამოზე გაიხსენეს 9 აპრილი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს - 1989 წლის ტრაგედიასა და დამოუკიდებლობის აღდგენას 1991 წელს.


ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა მუსიკის პედაგოგი ლელია მუსხელიშვილი თავისი მოსწავლეებით, რომლებმაც შეასრულეს სიმღერა ,,სალაღობო.


1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203