წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარცხანაყანევის N3 საჯარო სკოლაში 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებები მთელი დღის მანძილზე ეტაპობრივად ხორციელდებოდა.
დილით ჩატარდა აქცია „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“, შემდეგ „ხეებზე გაკრული ლექსები“ და პლაკატების გამოფენა.
დღის ბოლოს კი მოეწყო კონფერენცია-დისკუსია თემაზე „არის თუ არა რუსეთი ჩვენი მტერი?“.
იხილეთ ფოტოები