ჩივთქილისის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედია და დაღუპულები გაიხსენეს
09-04-2019

წალკის მუნიციპალიტეტის ჩივთქილისის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია და დაღუპული გმირები გაიხსენეს.

მოსწავლეებმა წაიკითხეს მორის ფოცხიშვილის ლექსი „ტიტები“ და ტრაგედიისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ლექსები.

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია 9 აპრილის შესახებ, როგორც ქართულ, ისე სომხურ ენაზე.

ღონისძიების ბოლოს, 9 აპრილთან დაკავშირებული მოვლენების ვიდეოჩვენება გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203