რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მილენიუმელებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტკბილ-მწარე წარსული (პედ. მაია ხარაიძე, მოსწავლეები: ლიზი ჭიჭიაშვილი და მედეა ჯალაღონია).
„9 აპრილი ტრაგედია და 9 აპრილი ღირსების აღდგენა.... დღე, როცა ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი გრძნობა ებრძვის ერთმანეთს... 1989 წლის 9 აპრილს ქართველ ახალგაზრდათა უმანკო სისხლი დაიღვარა სამშობლოსთვის... 1991 წლის 9 აპრილს ერთიანი საქართველო კიდევ ერთხელ გახდა დამოუკიდებელი... როგორც იტყვიან, სისხლი ტყუილად არ დაიღვარა, მომავალმა თაობამ კი ღირსეულად უნდა დაიცვას ეს თავისუფლება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები