აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაში „რა?სად?როდის?“ გამართა.
თამაშში აქტიურად ჩაერთნენ ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
„ჩვენმა სკოლამ ღირსეულად იასპარეზა. ვულოცავ ყველა მონაწილე სკოლას, წარმატებები და წინსვლა დაგვებედოს. ჩვენი მხრიდან მადლობას ვუხდით ჩვენი გუნდის უჭკვიანეს და უმაგრეს მოსწავლეებს: ლაშა სოხანეიშვილს, ლევან გოგორიშვილს, ქრისტინე გოგორიშვილს, ქეთი მიქელთაძეს, მარიამ მამასახლისს და ლიზი ტყეშელაშვილს“ - აღნიშნა სკოლის დირექტორმა, თეონა ადეიშვილმა.
იხილეთ ფოტოები