საჩხერის რაიონის ჩიხის საჯარო სკოლაში მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა: ანა ჭიღლაძემ, ქეთი კაპანაძემ, მარიამ ჩხიტუნიძემ, ნანა ფარქოსაძემ, ნინო ხახიშვილმა, მასწავლებელ ინგა ტალახაძის ხელმძღვანელობით 9 აპრილის ტრაგედიას კონფერენცია მიუძღვნეს.
ღონისძებაზე ლექსი წაიკითხა მე-5 კლასის მოსწავლე: ნიკა ტალახაძემ.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.