ხულოს რაიონის განახლების საჯარო სკოლაში დღეს, საქართველოს უახლოესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდი - 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენეს.
ღონისძიებაზე ისაუბრეს თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენებზე, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა ათობით ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა უამრავი მშვიდობიანი დემონსტრანტი.
ბავშვებმა ისაუბრეს ტრაგედიამდე და მას შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე. ნახეს დოკუმენტური ფილმი. წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
ამაღელვებელი იყო "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" – ტრაგედიისადმი მიძღვნილი ჰიტად ქცეული სიმღერის მოსმენა.