ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჭაბუკიანის საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ და სპორტულ-განაჯანსაღებულ ღონისძიებაში.
სკოლამ წარმატებით იასპარეზა ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სპორტულ თამაშში „მხიარული სტარტები“ და გადავიდა ფინალში.
ჭაბუკიანის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს და ფინალში წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები