წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში ფილმების ჩვენება მოეწყო, გაიმართა ფოტოებისა და კედლის გაზეთის გამოფენა. ასევე მოსწავლეები გამოვიდნენ მოხსენებით. ბოლოს კი პირველი კლასის მოსწავლეებმა სიმღერა - ,,მოვიარეთ სიმღერით მთელი საქართველო“ შეასრულეს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები