ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალეს N3 საჯარო სკოლაში 9 აპრილს დატრიალებული ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
მსმენელებმა საინფორმაციო სახის სლაიდების და დოკუმენტური კადრების მეშვეობით გაიხსენეს ის ისტორიული ფაქტები და მოვლენები, რომლებიც ამ დღეს უკავშირდება.
პრეზენტაციის დასასრულს მოსწავლეებმა წაიკითხეს ამ დღისადმი მიძღვნილი ლექსები, სანთლები აანთეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
იხილეთ ფოტოები