შუახევის მუნიციპალიტეტის, გოგინაურის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „მათ ხსოვნას სამშობლო სანთლებად აინთებს“ ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებელმა ელზა ფუტკარაძემ მოსწავლეებს გააცნო იმ დიდი ტკივილის შესახებ, რომელიც საქართველომ 30 წლის წინ განიცადა. მოსწავლეებმა მოისმინეს და ნახეს იმდროინდელი კადრები და ქართველი ხალხის ერთსულოვნება.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები