თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ IIბ კლასში მათემატიკაში სახალისო ჯგუფური მუშაობა ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ორ ჯგუფად დაიყვნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გამოსახულების მნიშვნელობის და უცნობი რიცხვების პოვნაში, ასევე უტოლობებში < > ჩასმაში. ჯგუფები მუშაობის პროცესში ცვლიდნენ ფორმატებს და ერთმანეთის ნაშრომებში შეცდომებს აღნიშნავდნენ.
ჯგუფურ მუშაობას მასწავლებელი ნინო აფციაური ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები