ადიგენის მუნიციპალიტეტის, ლელოვნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფეხბურთის ტურნირში წარმატებით იასპარეზეს.
7 აპრილს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფეხბურთში კოკა-კოლას თასის გათამაშება გაიხსნა. ქვეყნის მასშტაბით მისი ორგანიზატორია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ხოლო ადგილზე ორგანიზებას უწევს სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაცია. კოკა-კოლას თასის გათამაშება გოგონებსა და ვაჟებს შორის ადიგენის რაიონით 7 აპრილს დაიწყო და 8 აპრილს დასრულდა.
ორდღიანი ბრძოლების შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდა როგორც გოგონებში ასევე ვაჟებში. გოგონებში ტურნირში გაიმარჯვა ლელოვნის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა. ფინალში ლელოვნის გოგონებმა ქვემო ენთლის გუნდს 2:0 მოუგეს. მეორე ადგილზე გავიდა ქვემო ენთლის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი.
ვაჟებს შორის პირველი ადგილზე გავიდა სოფელ ზარზმის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი, ზარზმის ვაჟთა გუნდმა ფინალში 1:0 დაამარცხა ლელოვნის ვაჟთა გუნდი. მეორე ადგილზე გავიდა ლელოვნის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი.
რეგიონული გათამაშების საგზური მოიპოვეს ზარზმის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა და ლელოვნის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა.