თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, თემაზე - ,,ჩვენ გვტკივა 9 აპრილი“ ღონისძიება ჩაატარეს.
სკოლის აღსაზრდელებმა თავისუფლებისთვის შეწირულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე ნანა შენგელიძე, დაწყებითი კლასების პედაგოგები, სპეცმასწავლებლები და მშობლები.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები