ახალციხის მუნიციპალიტეტის, ურავლის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას ღონისძიება მიუძღვნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს, სანთლები დაანთეს, ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს და პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები