ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში - „გაუფრთხილდეთ გარემოს“ ჩაერთნენ
10-04-2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები თემის სხვა სკოლების მოსწავლეებთან ერთად სათემო კავშირ „ჰერეთის“ განხორციელებულ პროექტში - „გაუფრთხილდეთ გარემოს“ აქტიურად არინ ჩართული.


სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებს ნივთების მეორადი გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებით მეცადინეობა ჩაუტარდათ. 


მოსწავლეებმა მეცადინეობაზე მეორადი ნივთებით სხვადასხვა სახის საჭირო საგნები დაამზადეს, რომელთა ნაწილიც ორგანიზაციაში განთავსდა.


გაკვეთილი „სათემო კავშირი კედელის“ დირექტორმა ნატალია სისვაძემ ჩაატარა.

პროექტი დაფინანსებულია „ღია წვის შედეგად მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების გარემოში გაფრქვევის წინააღმდეგ ორგანული საყოფაცხოვრებო გადამუშავების და რეციკლირების პრაქტიკის და ალტერნატიული მეთოდების დანერგვის“ ფარგლებში „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებისათვის ბევრი აქტივობა არის დაგეგმილი.


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203