ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ.
კონფერენცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ორგანიზებით ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა.
ღონისძიებაში მოსწავლეები შემოქმედებითი ნომრით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები