ხაშურის მუნიციპალიტეტის, ოსიაურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „ერთად ვეფერებით სკოლას“ განახორციელეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ამ პროექტით სკოლისადმი ზრუნვა და კეთილდამოკიდებულება გამოხატეს.
პროექტის ფარგლებში სკოლის ყველა მოსწავლემ საკუთარი ხელის ანაბეჭდი ქაღალდზე გადაიტანეს და წყლის საღებავებით მოხატეს.
იხილეთ ფოტოები