ქუთაისის N31 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ჩატარდა.
ღონისძიებაში მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ (ხელ-ლი: რუსუდან ხონელიძე და ელისო უშვერიძე).
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დედაქალაქში თბილისში დატრიალებული ტრაგედია და ტიტებით დანთებული სანთლებით პატივი მიაგეს ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნას.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისისცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანიდაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები