ხულოს მუნიციპალიტეტის, ღურტის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - რა? სად? როდის? გაიმართა.
ინტელექტუალურ თამაშს ორგანიზება მეთორმეტე კლასმა გაუწია.
ინტელექტუალურ შეჯიბრში მერვე კლასის გუნდი - ,,მცოდნეები“, მეცხრე კლასი -,,მოაზრივნეები“, მეათე კლასის გუნდი -„ფენიქსი“ და მეთერთმეტეკლასელების გუნდი - „ზოოპარკი“ მონაწილეობდნენ.
გაიმარჯვა მეათე კლასის გუნდმა - „ფენიქსი“.
„ვულოცავთ „ფენიქსს“ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას წინსვლაში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები