სანავარდოს საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას ღონისძიება მიუძღვნეს
10-04-2019

ყვარლის მუნიციპალიტეტის, ტიციან ტაბიძის სახელობის სანავარდოს საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას ღონისძიება მიუძღვნეს.

სკოლის აღსაზრდელებმა 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს, ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს და კედლის გაზეთი დაამზადეს..

„ზუსტად 30 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. გულითადი ტკივილიანი გამოძახილი ჰპოვა ჩვენს გულებში ქართველი ხალხის ტრაგედიამ, ღრმა მწუხარებით განვიცდით ტრაგიკულ მოვლენას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203