ბაზალეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული ელისო ჭიპაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
10-04-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ბაზალეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული, ამავე სოფლის მკვიდრი ელისო ჭიპაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სკოლის მოსწავლეებმა 24 წლის გმირულად დაღუპული გოგონა გაიხსენეს. 

შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და 9 აპრილის მონაწილე პირები ესწრებოდნენ, რომლებიც შეკრებილ საზოგადოებას 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ.

ღონისძიების დასასრულს, სოფელ ბაზალეთში, ელისო ჭიპაშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე სახელობის ცაცხვების ხეივანი გაშენდა და ბარელიეფი დაიდგა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203