კონკურსში „მე ვწერ ქართულად“ დაშბაშის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მონაწილეობს
10-04-2019

კონკურსში „მე  ვწერ  ქართულად“ წალკის მუნიციპალიტეტის დაშბაშის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე სვეტლანა ზადოიანი მონაწილეობს. კონკურსი წალკის რესურსცენტრში ჩატარდება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, საქართველოს არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის, კონკურსი სახელწოდებით „მე ვწერ ქართულად“ გამოცხადდა. 

კონკურსის მიზანი სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენაზე წერითი კომპეტენციების განვითარება და წახალისებაა.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203