სამტრედიის N2 საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთი „დედაენა არის ენა სულისა“ დამზადდა.
აქტივობის ავტორები მეხუთე კლასის მოსწავლეები იყვნენ და მათ დამრიგებელი ვიოლეტა ვეკუა ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა შექმნეს 14 აპრილის თემატური ფოტოებიც.
„გაზეთში საუბარია დედა ენის დღის შექმნის შესახებ, დედა ენის ძეგლის ისტორიის შესახებ, როგორ დაიწერა ,,დედა ენა", ასევე, არაერთი პოეტისა და მწერლის ციტატა დედა ენის შესახებ, თუ როგორ დავიცვათ ენის სიწმინდე და რა ბედი ეწია ძველ ქართულში გამოყენებულ 5 ასო ბგერას“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები