აკ.ტერელაძის სახელობის ქუტირის საჯარო სკოლაში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად სახელმწიფო დროშა დაეშვა.
სკოლაში ასევე პროექტის - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა პედაგოგ მაია ფეიქრიშვილის ხელმძღვანელობით გაზეთის გამოუშვეს და ანთებული სანთლებითა და ლექსებით კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის შეწირულ ადამიანებს. მოსწავლეებმა ასევე გაიხსენეს ზვიად გამსახურდია და მისი მებრძოლები, ისინი, რომელთაც სამშობლოსათვის თავი გაწირეს. ბევრი მათგანი სამწუხაროდ, სკოლის მოსწავლე იყო.
,,არ გვაპატიეს თავისუფლება! არ გვაპატიეს სამშობლოს სიყვარული! დაგვჩეხეს და დაგვარბიეს, მოგვწამლეს და გადაგვთელეს, მაგრამ მაინც ვერ დაგვაჩოქეს! ისევ აპრილობს აპრილი ჩვენში, ისევ ისმის ,,შავლეგო" და ,,სალაღობო“, საქართველო გამთლიანდება. საქართველო გაბრწყინდება! 9აპრილის თალხი დილა არასოდეს დაგვავიწყდება...
სამწუხაროდ, მოწამლულთა შორის ქუტირელი ინგა რუხაძე იყო, რომელიც რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. 1989 წლის 9აპრილი- 30 წელი გავიდა, მაგრამ ისევ გვტკივა მორჩენილი იარა“. ,,რა სისხლის ფასად, მაგრამ ამ აპრილს თავისუფლების აპრილი ჰქვია“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები