სამების სკოლის მოსწავლეები მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტში იმყოფებოდნენ
10-04-2019

წალკის მუნიციპალიტეტის სამების საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგმა, გურამ ჩიგოშვილმა მიმდინარე წლის 5 აპრილს, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან ერთად ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტში   სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოაწყო.

ინსტიტუტის თანამშრომლებმა დირექტორის გიორგი თავაძის ხელმძღვანელობით სკოლის მოსწავლეებს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს. მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია ინსტიტუტის დაარსებისა და საქმიანობის შესახებ. თანამშრომლებმა აჩვენეს მოსწავლეებს სხვადასხვა ექსპერიმენტი, მასალათა კვლევის თანამედროვე მეთოდები და ხელსაწყოები.

მოსწავლეებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მეტალების დამუშავებისა და მიღების სხვადასხვა მეთოდმა.  ექსკურსიის დასასრულს გულთბილი საუბარი გაიმართა მოსწავლეებსა და ინსტიტუტის თანამშრომლებს შორის, სადაც დიდი ყურადღება მიექცა ტექნიკური მეცნიერებების როლს საქართველოს ეკონომიკისა და თავდაცვის უნარიანობის ასამაღლებლად.


სკოლის დირექტორი ნანული გვიჩიანი და პედაგოგები დიდ მადლობას უხდიან ინსტიტუტის დირექტორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, გიორგი თავაძეს, სამეცნიერო პროგრამების მენეჯერს, აკადემიურ დოქტორს, არჩილ გაჩეჩილაძეს და თანამშრომლებს ძალიან საინტერესო და შინაარსიანი დღისათვის.

დაიგეგმა მომავალი შეხვედრა ინსტიტუტის თანამშრომლებთან სოფელ სამებაში, სადაც წარმოადგენენ პრეზენტაციას მეტალურგიული დარგის განვითარების შესახებ საქართველოში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203