გორის მუნიციპალიტეტის, ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები და კურსდამთავრებულები საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ.
საქველმოქმედო აქცია #ვთამაშობთთათიასათვის 7 აპრილს გორის უნივერსიტეტში გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს საქველმოქმედო თამაში თავისი მასშტაბით უპრეცედენტო გამოვიდა. მონაწილეობდა 43 გუნდი. მათ შორის იყო ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების გუნდი - „ლიბერტა“.
„ძალიან მაგარი გუნდები, სასიამოვნო გარემო და შესაშური ერთიანობა იყო იმ დღეს უნივერსიტეტის დარბაზში!! ყველას საერთო მონდომებით და ძალისხმევით შეგროვდა 5700 ლარი, რომელიც სრულად გადაეცა თათიას ოჯახს!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები