გორის მუნიციპალიტეტის ქვახვრელის საჯარო სკოლას ქვახვრელის ბაგა-ბაღის აღსაზრდელები, მომავალი პირველკლასელები ეწვივნენ.
პატარა სტუმრებმა გაიცნეს მასწავლებლები, დაათვალიერეს ბიბლიოთეკა და საკლასო ოთახები.
„ისინი ასევე შეხვდნენ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ამზადებენ დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და გამოკითხეს პატარები, თუ რა იცოდნენ დედა ენის, ქართული ანბანისა და მისი ისტორიის შესახებ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
სტუმრებმა წაიკითხეს ლექსებიც და მასპინძლების ტაში დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები