შუახევის მუნიციპალიტეტის, უჩამბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილთან დაკავშირებით დამსწრე საზოგადოებას მონტაჟი - „ტრაგედიიდან დამოუკიდებლობის აღდგენამდე!“ წარუდგინეს.
ასევე მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას ღონისძიება - ,,მადლობა თავისუფლებისთვის“ მიუძღვნეს. ღონისძიება სიმღერით - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ დასრულდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები