ჯვარას საჯარო სკოლა დიდ პატივს მიაგებს 1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნას
10-04-2019

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჯვარას საჯარო სკოლა დიდ პატივს მიაგებს 1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნას.

სკოლაში ანთებული სანთლებით ხელში წუთიერი დუმილით კიდევ ერთხელ აღნიშნეს ეს დაუვიწყარი თარიღი.

ხელოვნების მასწავლებელმა ლელა ტიკურიშვილმა დამსწრე საზოგადოებას ამ თარიღის მნიშვნელობა შეახსენა.

„30-წელი გავიდა  საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული  დღიდან, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეები საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა დაარბიეს. შეეწირა 21 ადამიანის სიცოცხლე, მოიწამლა ათასობით დემონსტრანტი. მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს, მშვიდობა, მშვიდობა, მშვიდობა მარად!“-ნათქვამია ჯვარას საჯარო სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203