მარელისის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას ღონისძიება მიუძღვნეს
10-04-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, მარელისის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას ღონისძიება მიუძღვნეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს და პატივი მიაგეს.

„8 აპრილს მარელისის საჯარო სკოლაში ქართული სული ბობოქრობდა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილი, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ახალგარზრდები პატივს მიაგებდნენ 9 აპრილს დაღუპულ გმირთა სულებს.

,,დღე გლოვისა, მაგრამ იმავდროულად დღე ზეიმისა“ - საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიერ წარმოთქმული სიტყვებით გაიხსნა ღონისძიება და მსენელს თვალწინ გადაეაშალა 1989 წლის 9 აპირილი დღე გლოვისა და 1991 წლის 9 აპრილი დღე ზეიმისა.

სათანადოდ მოწყობილი გარემო, ამ მოვლენების თანამონაწილედ აგრძნობინებდა თავს იქ მყოფთ. იყო ტკივილი, იყო აფხაზეთი, იყო დამოუკიდებელი საქართველო პირველი პრეზიდენტით და ამაყად მოფრიალე ქართული დროშით. სწორედ ასეთი თაობა გადაარჩენს კვლავ საქართველოს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203