ხონის N2 საჯარო სკოლაში მანდატურისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით ფრენბურთში შიდა სასკოლო ოლიმპიადა გაიმართა.
ჩემპიონატი მე-11 კლასის პირველი გუნდისა და მასწავლებლთა გუნდის (მასწავლებლები, მანდატური, მშობელი) შეხვედრით, რომელიც მოსწავლეთა გუნდის გამარჯვებით 50:34 დასრულდა.
შემდეგი თამაში მე-12 და მე-10 კლასის გუნდებმა გამართეს. თამაშში მეათეკლასელებმა გაიმარჯვეს.
მე-11 კლასის მეორე გუნდსა და მე-9 კლასს შორის შეხვედრა მე-11 კლასის გამარჯვებით დასრულდა. რაც შეეხება, მე-11 კლასის პირველ გუნდს, მათ მე-8 კლასის მოსწავლეებს სძლიეს.
ფინალური თამაში მე-11 და მე-10 კლასის გუნდებს შორის გაიმართა. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება წილად ხვდა მე-11 კლასის გუნდს.
იხილეთ ფოტოები