წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პროექტი - „სიკეთე გადამდებია“ წარმატებით განხორციელდა
10-04-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ერთი თვის განმავლობაში წარმატებით ხორციელდებოდა პროექტი - „სიკეთე გადამდებია“.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეების სხვადასხვა სახის შემოწირულობები მიჰქონდათ - ტანისამოსი, პირველადი მოხმარების საგნები, საკვები რომელსაც პერიოდულად მოსწავლეთა თვითმმართველობა დირექციასთან ერთად ურიგებდა სოციალურად გაჭირვებულ, ობოლ, დევნილ და დავრდომილ პენსიონერთ. 

„დასასრულს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სამ ტაძარში მივიტანეთ შემოწირულობანი და სახელობის ტაძარში საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ სიმბოლურად ბზები დავრგეთ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203