ქუთაისის N40 საჯარო სკოლის IXგ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი: შორენა კოხრეიძე) საქალაქო ბიბლიოთეკაში ჩაატარეს პროექტი თემაზე „გადავარჩინოთ ბუნება“.
პროექტს ბიოლოგიის მასწავლებელი ნესტან გრძელიშვილი ხელმძღვანელობდა. პროექტს ესწრებოდნენ: ბიბლიოთეკის გამგე დალი ბობოხიძე და ბიბლიოთეკარები: ნათია და მარი ზაონიანები.
მოსწავლეებმა საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს, გაიმართა დისკუსია, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ბუნების დაცვის შესახებ, დაამზადეს სლაიდები.
მოწონება დაიმსახურა ბექა ახრახაძისა და ლერი წიქორიძის მიერ წარმოდგენილმა სლოგანებმა ბუნების დაცვის შესახებ.
იხილეთ ფოტოები