გორის მუნიციპალიტეტის, შავშვების საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში - ,,ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.
ინტელექტუალური თამაში სამ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა: I ჯგუფი- III, IV დაV კლასები; II ჯგუფი - VI, VII და VIII კლასები; III ჯგუფი -IX, X, XI და XII კლასები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ყველა კლასში შეიქმნა გუნდები და თავიანთ გუნდებს მოსწავლეებმა სახელიც დაარქვეს. ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობდნენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა იყო ზოგადი, სწორი პასუხების გამოსაცნობად საჭირო იყო გამჭრიახი გონება და ლოგიკური აზროვნება. თითოეული გუნდი შედგებოდა ხუთი მოსწავლისაგან. თამაშის დროს 15 შეკითხვა დაისვა. მე-8 შეკითხვა იყო კაპიტნის ტური. აღნიშნულ ტურში სათამაშო მაგიდასთან მხოლოდ ერთი მოთამაშე დარჩა. თამაშმა მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. რამდენიმე გუნდი გადავიდა მეორე ტურში, რომელიც 14 აპრილს გაიმართება.
სკოლა გუნდებს შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები