დილისკის N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიას ღონისძიება მიუძღვნეს
10-04-2019

დილისკის  N1 საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას ღონისძიება - „გახსოვდეთ წარსული“ მიუძღვნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების ფარგლებში მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეებმა PowerPoint-ში მომზადებული პრეზენტაციები წარმოადგინეს.

ასევე გაიმართა ვიქტორინა, ამ ტრაგიკული დღის თემაზე არსებული ცოდნით  ერთმანეთს ორი ჯგუფი „ყვავილების  სამყარო“ და „ვარსკვლავები“ დაუპირისპირდნენ. მათი ცოდნა ჟიურიმ შეაფასა. 

ღონისძიების ინიციატორები იყვნენ - ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებლი იამზე მსხვილიძე  და დამხმარე მასწავლებლი ხატია ჯვარიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203