თიანეთის მუნიციპალიტეტის ხევსურთსოფლის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი კვირეული სახელწოდებით „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში, მოეწყო კუთხე, მოსწავლეთა ნახატების გამოფენა (ლ. სიმონიშვილი, ვ. ლეკიშვილი); ასევე X-XII კლასებში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ ( პედაგოგი: ნ. ბადაგაძე)
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები