შუახევის მუნიციპალიტეტის ხიჭაურის საჯარო სკოლაში 9 არპილისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ჩატარდა.
ღონისძიებაში ჩართული იყვნენ მე-9 კლასის მოსწავლეები, რომელთაც ისტორიის მასწავლებელი ციალა მოსიძე ხელმძღვანელობდა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან
30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.