ხაშურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი - „სტასიკით შეუმკრთალი საქართველო“ დადგეს
10-04-2019

ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით, გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის „ორნი აქა-იქ“ მიხედვით, სპექტაკლი - „სტასიკით შეუმკრთალი საქართველო“ დადგეს.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, სპექტაკლში ნაჩვენები იყო სისხლიანი ეპიზოდი, რომელიც საქართველოს ისტორიაში 9 აპრილის ტრაგედიასთანაა დაკავშირებული. ტრაგედიის მსხვერპლი კი უბრალო ხალხია, რომელიც გმირად გვევლინება. ერთ-ერთი ასეთი გმირია უბრალო პატარა გოგონა, ის ვინც ქვეყნის დახსნას ადამიანური გზებით ცდილობს. საბჭოთა კავშირის „კლანჭებში“ მოქცეული სტასიკი, კი იძულებულია ხელი აღმართოს სრულიად უდანაშაულო „დემონსტრანტზე“. უცოდველი გოგონა კი სამოთხეში წმინდა ნინოსთან და ღვთისმშობელთან მოხვდება. ამის პარალელურად, კი „სააქაო სამყაროში“ კომუნისტური იდეოლოგია მძვინვარებს. სპექტაკლის კულმინაცია „ჯალათისა“ და „მსხვერპლის“ იმქვეყნად შეხვედრაა...

დამდგმელი რეჟისორი: მაია სამნიაშვილი

მუსიკალური გაფორმება: მარინა კვერნაძე

ტექნიკური უზრუნველყოფა: სალომე ლომიძე, ნანუკა ბარბაქაძე

მხატვრები: მარიამ ზაზაძე, ქრისტინე ბაბიაშვილი.

მონაწილეობენ: სტასიკი - ბექა ჯოლბორდი

გოგონა: ლიზა ნოზაძე

წმინდა ნინო: სალომე ლომიძე

ღვთისმშობელი: თეკლა თიკანაშვილი

იროდი: ამირან მაღლაკელიძე

იროდის თანაშემწე: გიორგი ლომიძე

მთხრობელი: ნანუკა ბარბაქაძე

მომიტინგეები: ნინი ბერიძე, ანანო ნოზაძე, ნუცა ლომიძე, ხატია ხაჩიძე, სალომე

სებისკვერაძე, ანი ნოზაძე, მარი გელაშვილი, ლიკა სახვაძე, მარიამ რევაზიშვილი, ანი

ცხოვრებაშვილი, ნიკა ჩადუნელი.

ჯარისკაცები: გიორგი ქურდაძე, ივიკო ელბაქიძე, ლუკა გორგაძე, ნიკა ტაბატაძე, ბექა

მეტრეველი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203