თბილისის N29 საბავშვო ბაღში ეკვაკუაცია გამოცხადდა - სასწავლო პროცესი კი ორშაბათს განახლდება
10-04-2019

თბილისის N29 საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელების ევაკუაცია მოკლე ჩართვის გამო განხორციელდა. 

როგორც თბილისის ბაგა-ბაღაების სააგენტოში etaloni.ge-ს განუცხადეს,შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სასწავლო პროცესი ორშაბათს განახლდება. 

მოკლე ჩართვა მოხდა ელექტროგამანაწილებელზე, მაგრამ სახანძრო დეტექტორებმა იმუშავა, ჩართო განგაში და ძალიან მოკლე დროში მოხდა ცეცხლის ლოკალიზება. რეალურად, დაკვამლიანება უფრო იყო, ვიდრე ხანძარი. ელექტრო ჩამრთველი დაიწვა. ბავშვები სწრაფადვე გაიყვანეს ეზოში და შენობას გააცილეს. ასევე, ბავშვების წასაყვანად დაუკავშირდნენ მშობლებს. სასწავლო პროცესი ორშაბათამდე არ განახლდება, ამ დროში კი ელექტრო ქსელს და ელექტროგამანაწილებელ სისტემას აღადგენენ“, - განაცხადეს სააგენტოში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203