დუშეთის მუნიციპალიტეტის, საკრამულის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს“ ჩატარდა.
ღონისძიება ისტორიის პედაგოგების ლია ბედოშვილის და კლარა ბაიაშვილის ინიციატივით გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, განსაკუთრებით ემოციური იყო ლია ბედოშვილის გამოსვლა, რომელიც იმ დღეეების უშუალო თვითმხილველია.
„ლიამ უფრო ნათლად გააცოცხლა იმ ტრაგიკული დღეების სურათები, რომელთა გადმოცემა ვერ შეძლო ცრემლების და ემოციის გარეშე. მადლობა ჩვენს გმირებს ვინც არ დანებდა და თავისუფალი მომავალი მოიპოვა. მადლობა თავისუფლებისთვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები