ბათუმის N20 საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონიძიებები გაიმართა.
ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთნენ სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებული ნახატების გამოფენა მოაწყვეს თემაზე „მათ ხსოვნას სამშობლო სანთლებად აინთებს“ (ორგანიზატორები: ხელოვნების მასწავლებელი ნინო ცეცხლაძე და კლასის ხელმძღვანელი ასმათ დიასამიძე).
Xბ კლასის მოსწავლეებმა სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს და სკოლის ყველა თანამშრომელს სპეციალურად ამ დღისათვის შექმნილი სამკერდე ნიშნები გაუკეთეს. მათ, ასევე, წარმოადგინეს მხატვრულ- ლიტერატურული კომპოზიცია „მე მტკივა 9 აპრილი“.
ღონისძიების შემდეგ კი მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს სკოლასთან ახლომდებარე შინდისის გმირთა მემორიალი.
იხილეთ ფოტოები