წყემის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
10-04-2019

აბაშის მუნიციპალიტეტის, წყემის საჯარო სკოლაში ლოზუნგით - „საქართველო, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!“ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა და საჯარო სკოლის პედაგოგებმა და აღსაზრდელებმა, წყემის საბავშვო ბაღის კოლექტივმა, სოფლის ბიბლიოთეკარმა 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს, ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს და პატივი მიაგეს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისისცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანიდაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203