ახალქალაქის რაიონ კიროვაკანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს და ლოზუნგით ,,ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ მსმენელების წინაშე წარსდგნენ.
წაიკითხეს საინფორმაციო ტექსტები და ლექსები, წარმოთქვეს ფრაზები და მწუხარება გამოთქვეს იმ ახალგაზრდების დაღუპვის გამო, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შეწირეს საქართველოს თავისუფლებას.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.