წნორის N3 საჯარო სკოლაში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას კედლის გაზეთი მიუძღვნეს
10-04-2019

წნორის N3 საჯარო სკოლაში 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - გვახსოვდეს 9 აპრილი“ ჩატარდა.

ისტორიის პედაგოგმა, ეკა კოზაკიშვილმა ვრცლად ისაუბრა 9 აპრილის მოვლენებზე და იმ პროცესებზე, რომლებიც წინ უძღოდა ამ ტრაგიკულ დღეს. ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი IX კლასის მოსწავლეები.

მათ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნეს კედლის გაზეთი და სიმბოლურად ყვავილებით შეამკეს. ჩაატარეს გამოკითხვა წნორის მოსახლეობაში, დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები. ასევე მოიძიეს და ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას აჩვენეს ისტორიული ვიდეოკადრები.

9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს და მოსწავლეებს მოუყვნენ თვითმხილველებმა, მასწავლებლებმა, ნინო კოკილაშვილმა, ლალი ხარაშვილმა, მარიკა მჭედლიშვილმა, სკოლის ექიმმა, ელზა ნარინდოშვილმა.

ღონისძიება დასრულდა ცნობილი სიმღერის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ კლიპის ჩვენებით.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203