გორის მუნიციპალიტეტის ხურვალეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ VIII-IX კლასის მოსწავლეები. მათ ამავე სკოლის ისტორიის მასწავლებლის ოლღა პაპუაშვილის დახმარებით მოამზადეს ამ დღისადმი მიძღვნილი პოსტერები და გაიხსენეს სამშობლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის დაღუპული გმირები. ხსოვნის საღამოს ასევე ესწრებოდნენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები